|
2023-10-31 16:16:04, 719 ნახვა
პოლიტიკა
ბერაია - აქუბარდია ასამბლეაზე, როცა ჩვენი საკითხი იყო, დარბაზში არ მჯდარა - „შოპინგზე“ იყო, ან „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "სამარცხვინო ადამიანი" და "სერიული მატყუარა" უწოდა. ბერაიას თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". "მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო ტყუილს, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას - ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას. ჯერ იყო და ის თქვა, თურმე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი სახელმწიფო. ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა - „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში... ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო. ჩვეულებრივი მარია ზახაროვას ანალოგი - ეტყობა, ახლა მისთვის დიდი პატივია, მარია ზახაროვას რომ ვადარებ, მაგრამ ეს არის ფაქტი. სამწუხაროა, რომ მან ჩვენს კომიტეტში, რომელმაც ოთხჯერ მისცა მის თავმჯდომარის მოადგილეობას ხმა, მან აირჩია კონფრონტაციის გზა და ჩამოყალიბდა არათუ ჩვეულებრივ, არამედ სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად... არ მინდოდა ამის თქმა - აქ არ არის არც სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი, ან ოკუპაციაზე წუხილი, რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტსა და მეც არცთუ სახარბიელოდ, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან "სელფების" გადაღებისა და "გაფეისბუქების" საშუალება. აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომისა და გამოთრობის საშუალება და გაშხლართვის. ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს",- თქვა ბერაიამ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)