12:47 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 14:14:25, 682 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“ - საგანგაშოა დავითაშვილის მონაწილეობა ფორუმში, რომელშიც პირსისხლიანი პუტინი იყო - სად ხართ, მისამართი შეგეშალათ?

საგანგაშო გამოვლინება იყო საქართველოს მთავრობის მეორე პირის, ვიცე-პრემიერის რანგში, ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობა იმ ფორუმში, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პირი იყო პირსისხლიანი, აგრესორი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,- ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან დავითაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ფორუმში საქართველო ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდა.

"ღირსების საკითხია, რომ როდესაც პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე და თანაც მეორე რიგში, ყველაზე საპატიო სტუმრებთან ერთად, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სუფრაზე, სადაც პუტინთან ერთად, ალბათ, სადღეგრძელოები ისმოდა მშვიდობასა და ჰუმანურობაზე. ამ ფორუმში არ მონაწილეობდა ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, გარდა ერთ-ერთი ქვეყნის ოდიოზური ლიდერისა, რომელსაც ევროპაში უკვე სერიოზულად არ უყურებენ  - ორბანისა. არ მონაწილეობდა დასავლეთის არცერთი სახელმწიფო. წარმოდგენილნი იყვნენ ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები. მთავარი მონაწილეები იყვნენ: კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, პაკისტანი, რუსეთი, სერბეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი, უზბეკეთი, ვიეტნამი. ჩვენი ვიცე-პრემიერის გვერდით იჯდა მგონი პაპუა-ახალი გვინეას წარმომადგენელი. სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გეოგრაფიასთან? აქვს ერთადერთი კავშირი - ბიძინა ივანიშვილის კავშირი რუსეთთან",- მიმართა გოცირიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics