|
2023-10-31 14:17:08, 661 ნახვა
პოლიტიკა
კირკიტაძე „ოცნებას“ - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ და მერე იფიქრეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ნდობის ხიდების აღდგენაზე
კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გავიგეთ, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს - ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნდობის ხიდების აღდგენაზე, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კირკიტაძის თქმით, შარშან ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი პირობების შეუსრულებლობის გამო არ მიანიჭა. "ევროპა გვინდაო, რამდენჯერმე გაიმეორეთ და დადიხართ ჩინეთში, ესწრებით სამიტებს, სადაც ჰააგის სასამართლოს მიერ ბრალდებული ადამიანია, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, ხოლო ვინც ევროპულ დედაქალაქებში დადის, იმ ადამიანს იმპიჩმენტს უცხადებთ. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საინტერესო რაღაც თქვა, ახალ ფორმატებს იგონებთო და მართლა მაინტერესებს, ეს 3+3 რა ფორმატია, რატომ უნდა ვიყოთ იქ, ირანთან ან რუსებთან ერთად? ეს საკითხავია. თუ ასეთი წარმატებულები ხართ, შარშან, როცა მოლდოვას და უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ქვეყანას რატომ არ მისცეს, შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ წარმატებული კი არა, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ და ჩვენი ხალხისთვის, ის პირობები ვერ შეასრულეთ, რაც გვქონდა. კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გავიგეთ, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს - ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნდობის ხიდების აღდგენაზე", - განაცხადა კირკიტაძემ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)