05:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 13:29:28, 632 ნახვა

მსოფლიო
IDF - ღაზას სექტორში 240 მძევალი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზას სექტორში "ჰამასს" მძევლად 240 ადამიანი ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

როგორც ჰაგარი ამბობს, ისლამისტური დაჯგუფების მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან, თუმცა აღნიშნული მონაცემი საბოლოო არ არის, რადგან ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.

მისი თქმით, მძევალთა რიცხვში არ შედის ჯუდით რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი, ნურით კუპერი, იოჩევედ ლიფშიცი და  ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც "ჰამასმა" უკვე გაათავისუფლა.

მისივე თქმით, კიდევ ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია და მათი ბედი ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. 

7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა. რაც შეეხება მსხვერპლს, როგორც ისრაელის, ისე ღაზას ტეროტორიაზე დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics