|
2023-10-30 16:42:10, 692 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა პაპუაშვილს - არცერთი თავმჯდომარე დრაკონულ გადაწყვეტილებებს არ იღებდა - უკანონოა, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლა აუკრძალოთ
პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორის „ოცნების“ მმართველობის პირობებშიც, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა,- ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე. ბოკუჩავამ მოითხოვა, რომ პარლამენტის წევრებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცეთ. "სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად და ბლანკეტურად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვე. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ბატონო შალვა, მათ შორის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით, ეს არ არის მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა და ამას ადასტურებს, მათ შორის ბატონი იაგოს დღევანდელი განცხადება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და მასთან პირდაპირ კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის. თქვენ არ გაქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი. გასაგებია, რომ ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არცერთი პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის „ოცნების“ მმართველობის პირობებშიც, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა. ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტოთ ივანიშვილის მონურ მორჩილებას რით ადასტურებთ ამ ნაწილში, რომ პარლამენტის წევრებს უკრძალავთ პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას",- განაცხადა ბოკუჩავამ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)