13:54 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 13:25:54, 629 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გადამწყვეტ მომენტში, მიიჩნევს თუ არა, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი აშშ, საკმარისად უჭერს მხარს საქართველოს ამ მომენტში, პრეზიდენტმა უპასუხა:

"ხუთი წელია, რაც პრეზიდენტი ვარ და ვერ შევძელი ვერანაირი ფორმალური შეხვედრის ან სატელეფონო საუბრის გამართვა ჩემს დონეზე, პრეზიდენტთან ან ვიცე-პრეზიდენტთან. მესმის, რომ ამაზე უფრო სასწრაფო საკითხებიც არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო აქტიურად საჯაროდ თქმა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ამაზე საუბრობს აშშ, თუმცა ამის უმაღლეს დონეზე გახმოვანება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის...

ფაქტია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ ამის უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის. EU-მა შეადგინა მოთხოვნების სია, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი. მოთხოვნებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, შიდა ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება. გადაწყვეტილებას ველოდებით წლის ბოლომდე", - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics