|
2023-10-29 14:16:05, 673 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომელთაც ხელისუფლების დამხობის სურვილი აქვთ - ამას არ დავუშვებთ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ დაძაბულობისა და არეულობის მცდელობა", ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია. „არ ვიცი, რა შენიშვნებზეა საუბარი, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი არ არის ჩვენი მოგონილი. ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ არეულობისა და დაძაბულობის მოწყობის მცდელობა, ჩვენ უნდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები. ამიტომ, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია. ვინც ამას ეწინააღმდეგება, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, არის იმ რადიკალური კურსის გამტარებელი, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ დაპირისპირების და ხელისუფლების დამხობის სურვილი. ვიღაცები ამას შეიძლება გარედანაც მხარს უჭერდნენ. თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, იმიტომ, რომ გვინდა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)