07:00 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 18:21:10, 1009 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი - თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო - მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოვთქვამ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი მსახიობის თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მსახიობის, ხელოვნების უბადლო ოსტატის - თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.

თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. იგი ხასიათდებოდა ღირსეული პიროვნული თვისებებით, რის გამოც მაყურებელი მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენებს.

თენგიზ არჩვაძე იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში.

ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს", - აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, დღეს, ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics