13:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 14:05:25, 880 ნახვა

მსოფლიო
IDF - ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარ ამოცანად მძევლების გათავისუფლება რჩება

ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარ ამოცანად მძევლების გათავისუფლება რჩება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჰაგარის თქმით,  ისრაელი მიზნების მისაღწევად მუშაობს, რაც მძევლების გათავისუფლებასთან ერთად, „ჰამასის“ დაშლასა და სასაზღვრო უსაფრთხოებას გულისხმობს.

„ვმუშაობთ დასახული მიზნების მისაღწევად. ესენია „ჰამასის“ დაშლა, სასაზღვრო უსაფრთხოება და გატაცებული მძევლების გათავისუფლება. ეს უკანასკნელი უზენაეს ეროვნულ ძალისხმევას წარმოადგენს. მთელი ჩვენი საქმიანობა, როგორც ოპერაციული, ისე სადაზვერვო, მიმართულია ამ მიზნის მიღწევაზე“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics