|
2023-10-27 14:04:59, 651 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - როგორც არ უნდა ეცადონ და გამაჩუმონ, ვაპირებ, ჩავერთო ქვეყნის გადარჩენის პროცესში
როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ჩავერთო საქართველოს გადარჩენის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მომავალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, 1990 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ. "მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, შემდეგი არჩევნები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ. 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ წააგო არჩევნები, "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" მოვიდა, სხვა ძალებთან ერთად და მათ მოახერხეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა. ზუსტად ასეთი გამოწვევების წინაშე ვართ დღეს და ეს სასამართლოც, ჩემი პატიმრობაც უკავშირდება იმას, რომ ისინი აპირებენ, უკან დაგვაბრუნონ საბჭოთა კავშირში. ისინი აპირებენ, რომ ჩააბეტონონ მათი ყოფნა და ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ წავლენ. ისინი წავლენ, მაგრამ როცა ჩვენ ვიმოქმედებთ ერთობლივად, კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებით. ელექტრონული სისტემა, არის თავიდან ბოლომდე გაყალბებაზე აგებული სისტემა, ეს არის, დაახლოებით ის, რაც აქვთ რუსეთში, პუტინმა რაც შემოიღო და ეს არის სისტემა, სადაც არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ვინ რა ხმას მისცემს, ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს. დაურეკავს თამარ ჟვანიას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თუ რამდენი პროცენტი უნდა დაჯდეს. მათ წინასწარ აქვთ გაყალბებული არჩევნები, გადაწყვიტეს, რომ აღარ გარისკონ და პირდაპირ დაწერონ შედეგი... როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ჩავერთო საქართველოს გადარჩენის პროცესში", - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)