19:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 16:50:57, 502 ნახვა

ეკონომიკა
ერინ ელიზაბეთ მაკკი - ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას „შუა დერეფანში“

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხრეთ კავკასიაში  ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. 

USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შუა დერეფანი ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ წვლილი შეიტანონ და  თვითონაც მიიღონ სარგებელი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობებისგან. ტრანზიტი, ლოგისტიკა, უფრო მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები - ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე, რეგიონის სტაბილურობას ხელს უწყობს,"- განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის წარმატების წინაპირობა სწორედ მშვიდობაა.

„ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, იმიტომ რომ ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას  ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის როლს, უფრო მეტად გამოკვეთს", - განმარტა USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics