|
2023-10-26 13:49:48, 635 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხანდახან ვხუმრობთ, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ
ხანდახან ვხუმრობთ, ჯერ სტატუსი მივიღოთ და "ჰოპლა" თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ - ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ "ჰოპლას" დაძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან, - აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ხელისუფლებას გააჩნია ოპტიმიზმის საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ობიექტური დამკვირვებელი და შემფასებელი საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ აღნიშნავს. "ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ობიექტური დამკვირვებელი და შემფასებელი აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული შთამბეჭდავი რეფორმებისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ. დიდია პოზიტიური მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკვე წავიდა ოპოზიციის რიგებში იმაზე საუბარი და მტკიცება თუ ვინ დაიმსახურა, ვის მიეწეროს და ვინ თქვას „ჩვენ რომ არა, ეს ასე არ იქნებოდაო“, ოღონდ ხელისუფლებას ჩამოაშორონ ეს ყველაფერი და ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ მოდი, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ მერე თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ. ეგენი, მართალია, ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მთავარია, სტატუსი მივიღოთ. მთავარია, გაბედონ პრეზიდენტიდან დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი ოპოზიციონერით, პრეზიდენტიც ხომ ჩაეწერა ოპოზიციურ რიგებში, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ და თქვან, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ეს სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაც იქნება ყველაზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში ველოდებით",- განაცხადა მდინარაძემ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)