07:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 11:27:18, 662 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ფაქტია, რომ რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა The Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, "სომხებს არც შესაძლებლობა და არც სურვილი აქვთ, რომ აღნიშნულ ვითარებაში სახლში დაბრუნდნენ".

"როდესაც მე ვსაუბრობ მარცხზე, მე ვგულისხმობ, რომ რუს სამშვიდობოებს ან არ შეეძლოთ ან არ სურდათ სომხების უსაფრთხოების დაცვა მთიან ყარაბაღში...

სომხეთი შეიძლება მშვიდობიანი იმ შემთხვევაში იყოს, თუ რეგიონი მშვიდობიანი იქნება. ამიტომ, ჩვენ არანაირად არ ვეწინააღმდეგებით და არ გამოვყოფთ ჩვენს იდეებს მსოფლიოს შესახებ რეგიონული სამყაროს ინტერესებისგან",- ამბობს ფაშინიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics