07:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 10:00:03, 643 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის რეზოლუციას ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუციას ვეტო დაადეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეერთებული შტატების რეზოლუცია ღაზას სექტორში დახმარების შეტანის უზრუნველყოფის მიზნით, „ჰუმანიტარული პაუზის" აუცილობლობას უსვამდა ხაზს. რეზოლუციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ქვეყნებს აქვთ თავდაცვის უფლება, თუმცა საუბარი არ იყო ცეცხლის შეწყვეტაზე. 

რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. მომხრე იყო 10 წევრი, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ვეტოს გამო "ღრმად იმედგაცრუებულია".

სხდომაზე კენჭი უყარეს რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციასაც, რომელმაც დამტკიცებისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა ვერ მოიპოვა. რუსეთის რეზოლუციაში ნათქვამი იყო, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და გასულ კვირას წარდგენილი პროექტისგან განსხვავებით მითითებული იყო, რომ "ჰამასის" თავდასხმებს გმობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics