07:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 18:57:56, 644 ნახვა

მსოფლიო
გუტერეში - შოკირებული ვარ ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით, მე არ ვამართლებ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და ვგმობ მათ

შოკირებული ვარ ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რითაც უშიშროების საბჭოზე გაკეთებული განცხადება განმარტა.

გუტერეშის თქმით, ის არ ამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და მათ გმობს.

„მართლაც, მე ვისაუბრე პალესტინელი ხალხის უბედურებაზე. ამ დროს მე ვთქვი: „მაგრამ პალესტინელი ხალხის ტანჯვა ვერ გაამართლებს „ჰამასის“ საზარელ თავდასხმას“. მე არ ვამართლებ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და ვგმობ მათ“, - განაცხადა გუტერეშმა.

ცნობისთვის, გუშინ 24 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო.

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა", - განაცხადა გუტერეშმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics