|
2023-10-25 14:33:00, 499 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ხოშტარია-ჯაფარიძის ვებგვერდზე - რასაც შავი სიები იზამენ, იქნება მხილება, რამდენად ფაშისტური იდეოლოგიის არის რუსეთიდან დაფინანსებული პირი
ერთადერთი, რასაც ეს შავი სიები იზამენ, იქნება მხილება, რამდენად ფაშისტური იდეოლოგიის არის რუსეთიდან დაფინანსებული პირი და მის გარშემო შეკრებილი ადამიანები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის ვებგვერდთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისასა აღნიშნა, "ეს არის ბოლშევიზმის და მეორე მხრივ, ფაშიზმის უპრეცედენტო გამოვლინება". „მოდი, ერთი წამით, გვერდზე გავწიოთ ყველა შეფასება და ჯერ ვთქვათ რა მოხდა, ფაქტი აღვწეროთ. იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დააინიცირეს კანონი, რომელიც ემსახურებოდა ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, ისინი მოხვდნენ ბოლშევიკების შავ სიაში. იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელა თქვენმა კოლეგამ, ისიც მოხვდა ბოლშევიკების შავ სიაში. ეს არის ამბავი, რომელსაც მგონია, რომ შეფასება არ სჭირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა პირებმა შავ სიაში შეიყვანეს ევრორეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. ბოლშევიკების შავ სიაში შეიყვანეს ჟურნალისტი, რომელმაც პროფესიული საქმიანობა განახორციელა, ეს არის ერთის მხრივ, ბოლშევიზმის და მეორე მხრივ, ფაშიზმის უპრეცედენტო გამოვლინება. ლოგოც კი საბჭოთა ლოგოს მიამსგავსეს. მეტი ფანტაზია რუსეთიდან დაფინანსებულ ხალხს არ აქვს, როგორც ჩანს. მგონია, რომ კარგად უნდა გაიაზრონ ამ უაზრო სიაში რატომ ხვდება ხალხი, ქვეცნობიერი რას კარნახობთ მათ და ხომ არ გვაგონებს ეს ყველაფერი 2012 წლამდე შექმნილ შავ სიებს, პრაქტიკულად დასახვრეტად რომ უნდოდათ ხალხი და კიდევ კარგი, ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის თაოსნობით იმ რეჟიმმა იმ საშინელების და სისასტიკის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ეს შავი სიები გადაიდო გვერდზე და დარჩა ბოლშევიკურ შავ სიებად. ასევე დარჩება ეს რაღაც მავნებლობა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)