16:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 23:36:09, 750 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - დასავლეთის ქვეყნების დუმილი ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს ამძიმებს

დასავლეთის ქვეყნების დუმილი ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს ამძიმებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ პალესტინის მიწების მიმართ „ველური დამოკიდებულება“ ღრმავდება და მშვიდობიანი მოქალაქეები გამუდმებით იღუპებიან.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი რეგიონში სიმშვიდის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics