08:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 01:12:59, 911 ნახვა

მსოფლიო
სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმაა

სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ლიბანური სააგენტო Al Mayadeen იტყობინება. დარტყმები განხორციელდა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით აშშ-ს ბაზებზე ალ-ტანფში, ალ-ომარსა და ალ-შადადში.

სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ჯო ბაიდენმა გამოსვლა შეაწყვეტინა. პრეზიდენტი უმალ მივიდა თეთრი სახლის სიტუაციურ ცენტრში, რადგან, როგორც მან თქვა „არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს“.

იქ აშშ-ის პრეზიდენტი გაერთიანებული შტაბის უფროსს, თავდაცვის მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს შეხვდება.

ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები ახლო აღმოსავლეთში გეგმავენ აშშ-ს ჯარებზე იერიშების განხორციელებას. 

სიტუაციური ცენტრი  წარმოადგენს ე.წ ოთახს, რომელიც  მოწყობილია კრიზისული ვითარების დროს ოპერატიული შტაბების მართვისთვის.  იგი განლაგებულია თეთრი სახლის ქვეშ ღრმად განლაგებულ,   დაცულ ბუნკერში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics