|
2023-10-23 18:42:19, 777 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - მე არავის კადრი არ ვარ საკუთარი თავის გარდა
მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გვარამიას თქმით მას თავისი გეგმები აქვს და "ბევრის გაკეთებას აპირებს", თუმცა მის გეგმებში ბორდის თავმჯდომარეობა არ შედის. "მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა ლაპარაკი. მე არ ვიცი რა არის ბორდი, და, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ "ფორმულა" მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია, მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა. რაც შეეხება დათოსთან ჩემს დამოკიდებულებებს, მეგობრებს, რაც არ უნდა ხდებოდეს მათ ცხოვრებაში, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებები დაახლოვდება თუ დაშორდება ერთმანეთს, მეგობრებს არ ივიწყებენ და მათზე უარს არ ამბობენ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება დათოსთან დაკავშირებით. ეს ვუთხარი "რუსთავი 2"-ს, ბევრი რამე ვუთხარი გუშინ, სხვათაშორის, და არაფერი არ გაუშვიათ. მე მგონია, რომ ეს დაპირისპირება უნდა მოგვარდეს. ამის იქით მე პოზიცია არ მაქვს, რეცეპტებს არ ვფლობ. მხარეებმა უნდა გამონახონ ძალა და წყენებზე მაღლა დადგნენ. მესმის, რომ ჭრილობები არსებობს და ყველა მხარეს თავისი სიმართლე მოჰყავს - მე მგონია, რომ სიმართლე ერთია ამ ქვეყანაში. რუსები უნდა დამარცხდნენ და დასავლეთმა უნდა გაიმარჯვოს. საამისოდ, ამ პარტიამ, განსაკუთრებით, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს... ჩემი გეგმებიც უკავშირდება რუსების დამარცხებას საქართველოში და პროდასავლური მიმართულების გამარჯვებას. რა ფორმით და როგორ, ეს სხვა საკითხია. ჩემი გეგმები მაქვს, ბევრის გაკეთებას ვაპირებ, მათ შორის ბორდის თავმჯდომარეობა ნამდვილად არ შედის, საერთოდ არ ვიცი ეს რა არის და რაზეა ლაპარაკი", - ამბობს ნიკა გვარამია.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)