|
2023-10-23 10:56:48, 801 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ერთადერთი პირობა, რომელიც მაქვს ენმ-თან, არის პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულება
ერთადერთი პირობა, რომელიც მე მაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში იმისთვის, რომ დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "არ და ვერ იქნება" იქ, სადაც "არაფორმალური მმართველობა" და "ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენაა". "ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა-არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი: არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა. სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე - მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება. ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე აკითხავს პარტიის დირექტორ კეზერაშვილს... ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა.... და მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი ვარ და ვიქნები... ხოლო ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება... არაფერი მესაქმება არსად, სადაც ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა მთავარი. ვიქნები იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი… გამოვიყენებ სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისთვის ბრძოლის ყველა შანსს, ერთადერთი პირობა კი, რომელიც მე მაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში იმისთვის, რომ დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში... სხვა ყველა შემთხვევაში, რა სახელიც არ უნდა ერქვას პლატფორმას, რომელიც გახლეჩვაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზე არის ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი... ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე, ორიენტირებული ხალხი",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)