|
2023-10-21 16:54:15, 647 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - ევროკავშირი, პირველ რიგში, ზუსტად წევრი ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანებაა
კარგი რომ არის ეკონომიკურადაც, ფასეულობებითაც და რომ ვიზიარებთ, ამიტომ გვინდა ევროკავშირში წევრობა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კომენტარის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ბოჭორიშვილმა შეაფასა გერმანიის ელჩის კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უპირველესად, ეკონომიკური კავშირია, ფიშერის თქმით კი, ის თანხმება "საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს, მაგრამ ევროკავშირი არ არის, ძირითადად, ეკონომიკური კავშირი." მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირი პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელსაც თან ახლავს საფუძვლები, რომლებზეც ევროკავშირი დგას. "ევროკავშირი კარგად ვიცით, რა კავშირიც არის - ევროკავშირი, პირველ რიგში, ზუსტად არის წევრი ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც, რა თქმა უნდა, თან ახლავს ის საფუძვლები, რომელზეც დგას ევროკავშირი, რაც განსაზღვრულია შესაბამის შეთანხმებებში," - განაცხადა ბოჭორიშვილმა. ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ოპოზიციის მცდელობაზე, "დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ ქვეყნის ისეთი სტრატეგიული მიზანი, როგორიც ევროპული მომავალია". "სამწუხაროა, რომ პოლიტიკური რესურსისგან იმდენად დაცლილია ჩვენი ოპოზიციური ფრონტი, რომ მათ მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ თავში: კანონიერი ჩარჩოების მიღმა, როგორ მოახერხონ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. არც ერთი საკითხის გამოყენებას არ ერიდებიან ამ მიზნისთვის. ვხედავთ, როგორ იყენებენ ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებსაც კი, როგორიც არის ევროპული მომავალი, მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ შექმნან დესტაბილიზაცია და დესტაბილიზაციის ფონზე შეძლონ ხელისუფლების ხელში ჩაგდება", -დასძინა ბოჭორიშვილმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)