|
2023-10-21 16:49:05, 627 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი აშშ-EU-ს სამიტის განცხადებაზე - მხარს უჭერენ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი როდესაც მათ აქვთ დიალოგი და განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველო არის განხილვის საგანი და კიდევ ერთხელ ფიქსირდება ევროკავშირის მხრიდანაც და აშშ-ის მხრიდანაც, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ევროპული მომავალი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადების შეფასებისას ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერა კვლავ გრძელდება. ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივ დეკლარაციაში ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნის მისწრაფებების განხორციელებისთვის. „ორივე მნიშვნელოვანი საკითხი ასახულია ერთობლივ დეკლარაციაში და ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები და სურვილები ვერ იქნება განხორციელებული, თუ ჩვენ არ გვექნება სათანადო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან და სწორედ ამას ასახავს ეს დეკლარაცია.“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება, მყარ საფუძველს ქმნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, შესაბამისად, მისასალმებელია, პარტნიორების მხრიდან პროგრესის დანახვა. „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირშიც და ნატოშიც ძირითადად უკავშირდება მთელი რიგი რეფორმების გატარებას. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ საქართველო ამ დრომდე ძალიან კარგად ასრულებს ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებით, რითაც ქმნის ძალიან მტკიცე საფუძველს იმისათვის, რომ დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები. ეს არის ზუსტად ის, რის გარეშეც ვერ მოხდება ვერც ერთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ ამიტომ არის მისასალმებელი, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად აფასებენ იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია წლების განმავლობაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)