|
2023-10-20 14:13:38, 668 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე - არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება
არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსალოდნელ ვეტოზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ის ვერსია მიიღეს, რომელზეც ევროკავშირმა მიუთითა. "აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ თემასთან დაკავშირებით მანიპულაცია მიდიოდა. შინაარსობრივად არაფერი იცვლება, საუბარი რომ იყო სიძულვილის ენაზე, ტერორიზმზე, უხამსობაზე და.ა.შ. ეს ყველაფერი ისედაც წერია დღესაც კანონში, არაფერი იცვლება. ერთადერთი, რაც იცვლება და პირდაპირი მოთხოვნაა ევროკავშირის, რომ თვითრეგულაციის სისტემა, რომელიც ჩვენ მაშინაც მივიღეთ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის შედეგად, ეს სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას, წერტილი. ამის შემდეგ, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, როგორი იყოს სისტემა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით. ვეუბნებოდით, რომ ჩვენ არანაირი შინაარსობრივი ინტერესი არ გვაქვს, ვარიანტები არის, მთავარია, გვითხრათ, რომელი ვარიანტი დააკმაყოფილებს დირექტივის შესრულებას. ევროკავშირმა რომელზეც გვითხრა, ზუსტად ის ვარიანტი მივიღეთ. რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს, ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს. არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)