20:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 12:00:27, 909 ნახვა

მსოფლიო
BBC-ის დირექტორის მოადგილე - ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმის გაშუქებისას შეცდომა დავუშვით

BBC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯონათან მანრო აცხადებს, რომ ღაზას სექტორში, ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოზე თავდასხმის გაშუქებისას შეცდომა დაუშვეს.
 
მანროს თქმით, აფეთქების შესახებ პირდაპირი რეპორტაჟის დროს მაუწყებლის "ენა სწორი არ იყო", რაც გამოიხატა იმით, რომ BBC-ის კორესპონდენტმა, ჯონ დონისონმა მაყურებელს მიანიშნა, რომ საავადმყოფოში აფეთქება ისრაელის თავდასხმის შედეგად მოხდა. 

აღსანიშნავია, რომ BBC-ის განცხადება მოჰყვა ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, BBC "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ მოიხსენიებს. ჰერცოგმა ისრაელში ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს უთხრა, რომ "ეს ფაქტების დამახინჯებაა".

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მაუწყებლებს მოუწოდა სიზუსტისკენ, რადგან მათ "გავლენა აქვთ როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში".

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში მდებარე ალ-აჰლის ბატისტურ საავადმყოფოში აფეთქება 17 ოქტომბერს მოხდა. "ჰამასმა" მომხდარში, რომელსაც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ისრაელი დაადანაშაულა. 

აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნა ვიდეოკადრები და თქვა, რომ საავადმყოფოს აფეთქება "ისლამური ჯიჰადის" მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics