|
2023-10-20 09:23:28, 568 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი გვქონოდა, იმდენი ხალხი წავიდოდა, ქვეყანაში შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა
წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, არათუ ვიმსჯელებდით სალდოებზე, მეტი გავიდა თუ მეტი შემოვიდა, ჩვენ უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიზალიბერალიზაციის პირობებშიც კი, როდესაც ევროპასთან მოძრაობა თავისუფალია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, წელიწადში ქვეყანა მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა - ერთადერთი დადებითი სალდო, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ პერიოდში. „იგივე რეადმისიის მიმართულებაც, თავშესაფრის განხილვის საკითხიც და საპოლიციო თანამშრომლობაც, შეიძლება იგივე მოდელი გადავიღოთ სხვა ქვეყნებთანაც, ეს არა მხოლოდ ჩვენზე, მათზეც არის დამოკიდებული. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლებს თუ მიგრაციის ნაკადებს, ნებისმიერი ქვეყანა რომ აიღოთ, რომელსაც ევროკავშირმა მისცა ვიზალიბერალიზაცია, ყველა ქვეყანას თავიდან მაინც და ზოგიერთებს ახლაც აქვს მიგრაციის მაღალი სალდო, ანუ ხალხი ჩვენზე განვითარებული ქვეყნებიდან, დღესაც მიისწრაფვის ევროპის უფრო განვითარებული ქვეყნებისკენ სხვათა შორის. ეს ხომ არ გგონიათ, რომ არ იცის იმ ხალხმა, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, ძალიან კარგად იცის. მე თქვენ დაგიტოვებთ ცხრილს, სადაც ჩანს მიგრაციის მაჩვენებლები ბოლო 20-21 წლის განმავლობაში, რამდენი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას და რამდენი ბრუნდებოდა. მინდა აქვე გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წელიწადში ქვეყანა დატოვა ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ. მაგაზე მეტი არ არის ამ 21 წლის განმავლობაში, ერთადერთი დადებითი სალდო ამ ცხრილში, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ პერიოდში, მაგრამ მაინც, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ემიგრაციაში მყოფი თითოეული ქართველი გვინდა რომ დაბრუნდეს და გვინდა, რომ ოჯახები, რომლებიც წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, დაბრუნდნენ, მაგას ვინ უარყოფს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ერთი მთავარი ამბავი - წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, დამიჯერეთ, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, არათუ ვიმსჯელებდით სალდოებზე, მეტი გავიდა თუ მეტი შემოვიდა, მაგრამ ჩვენ უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიზალიბერალიზაციის პირობებშიც კი, როდესაც მოძრაობა ევროპასთან თავისუფალია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)