|
2023-10-19 13:09:23, 778 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - გუშინ, ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ ის არის სახელმწიფო და ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, მისი უფლებამოსილება მიითვისოს, რაც საქართველოს მთავრობისთვის ძირის გამოთხრას წარმოადგენს. „ის ძირს უთხრის მთავრობას იმით, რომ ცდილობს, უზურპირება მოახდინოს და მიითვისოს მისი უფლებამოსილება. ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს მისი დამოკიდებულებით, თუნდაც გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სამარცხვინოდ მოიხსენიებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძირს უთხრის საერთო სასამართლოებს, როდესაც ამაზე საუბრობს. ძირს უთხრის სახალხო დამცველის ინსტიტუტს. საერთო ჯამში, ის დაპირისპირებულია და ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. ბოლოს მიადგა კიდევაც კონსტიტუციას და გუშინ რაც გვითხრა, იყო ის, რომ ის არის სახელმწიფო და გუშინ მე ვთქვი კიდევაც, რომ ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტეს პათოსით საუბრობდა, რომ სახელმწიფო არის ის და კონსტიტუცია არის ის. რაზეც ის იტყვის, რომ არის კონსტიტუცია, მას არაფრად მიაჩნია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუცია და ის უფლებამოსილებები, რომლებიც განსაზღვრა ქართველმა ხალხმა სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოს შორის“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)