|
2023-10-19 11:29:44, 1239 ნახვა
ეკონომიკა
მეტი შესაძლებლობა დასაქმების მსურველებისთვის - „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის ახალი პოლიტიკა
„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც, 3000-ამდე თანამშრომლით, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ გადაწყვეტილებას იღებს. განახლებული დასაქმების პოლიტიკის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებისთვის გამარტივებული შესაძლებლობები შეიქმნა. მთელი ჰოლდინგის მასშტაბით, სასურველ პოზიციაზე დასაქმება ახლა უკვე ნახევარ განაკვეთზეა შესაძლებელი. ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჰოლდინგის მასშტაბით 200-ამდე პოზიცია განისაზღვრა, რომლებზეც ნახევარ განაკვეთზე დასაქმებაა შესაძლებელი. ჰოლდინგის სხვადასხვა მიმართულებაში 30-ამდე ვაკანსიაზე შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.
ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „წელს ჰოლდინგის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და ახალგაზრდების ამ მიმართულებით მხარდაჭერაა. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებს, მათი სალექციო განრიგის გათვალისწინებით, უმეტესწილად უძნელდებათ სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობების განხილვა, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა ადამიანური კაპიტალის შერჩევის პოლიტიკისთვის. შევიმუშავეთ მიდგომა, რამაც მოგვცა საშუალება, ახალი კანდიდატების შერჩევისას მოქნილი პირობებით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ კანდიდატებს მათ განრიგებზე მორგებული სამუშაო განაკვეთები და ამით წვლილი შევიტანოთ ბაზარზე ახალგაზრდების, და არა მარტო მათი, დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“. „თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც უმსხვილესი კომპანია, საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს. მასშტაბიდან გამომდინარე, ნახევარ განაკვეთზე ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და სასურველი პოზიციის მოძებნა თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს შეუძლია. „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბით, ნახევარ განაკვეთზე არსებული ვაკანსიების ნახვა თეგეტას დასაქმების პორტალზეა შესაძლებელი - jobs.pointer.ge ან Jobs - TEGETA CARS (pointer.ge) -- თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)