13:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 17:27:02, 665 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც ზურაბიშვილი გაურბის შეკითხვას - საქართველო იმსახურებს თუ არა სტატუსს, ეს იმის ლუსტრაციაა, რომ ის მუშაობს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაექცა პასუხს კითხვაზე- საქართველო, არსებული მოცემულობით, თავისი ხელისუფლებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, დეკემბერში იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტი გაურბის ამ შეკითხვას, ეს იმის ლუსტრაციაა, რომ ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობს. 

„როდესაც სალომე ზურაბიშვილი გაურბის ამ შეკითხვას ეს ხომ არის იმის ლუსტრაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუშაობს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ კითხვიდან გაქცევა სხვა არაფერია, თუ არა იმის აღიარება, რომ სალომე ზურაბიშვილი, დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics