|
2023-10-18 11:19:48, 652 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - სალომე ზურაბიშვილი 2 დღეა გვევაჭრება, სხდომაზე მეზობლების მოწვევაც უნდოდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორი დღეა გვევაჭრება, მეზობლებიც უნდოდა მოეწვია სხდომაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, პრეზიდენტი პარლამენტში "შოუს დადგმას აპირებს". "ქალბატონმა პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, ვერ გაითვალისწინა, ორი დღეა გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა "სტაფის", შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეგობრები, მეზობლები. ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე. იქ შეუძლია, ვინც უნდა ის მოიწვიოს. ორი დღეა გვევაჭრება, უნდა რაღაც სტუმრები და შოუ დადგას. ოპოზიციას მიმართა გარეთ დამელოდეთო, ეს სასწაულია, საგიჟეთში ვცხოვრობთ რაა. პარლამენტში უნდა ადვოკატებით მოვიდეს კაცო, ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ერთ-ერთი საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება ქალბატონ პრეზიდენტს მისი მოვალეობები, უფლებამოსილებები. რა სტატუსი აქვს, კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ განვუმარტოთ და ავუხსნათ, თუ გაიგებს გაიგებს, თუ არადა ეს არის",- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, დღეს, 18 ოქტომბერს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. პროცესისი დაწყებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტმა იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, სხდომაზე დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები მოწვევაზე უარი განაცხადა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)