19:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 15:13:06, 503 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე იპოდრომზე - ეს არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სადაც „ქართუ“ ხარჯავს საკუთარ თანხას პარკის მოსაწყობად

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიის თითქოსდა დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე  დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობას   ფონდი „ქართუ“ განახორციელებს.

„რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, ეს არის მუნიციპალიტეტის, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“,  ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს საკუთარ თანხას, რომ იქ მოეწყოს  პარკი და გაჩნდეს ლამაზი სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის. ეს იქნება ცენტრალური პარკი, რომელიც შეთანხმებული პროექტის  სახით  განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის  კითხვას,  ფონდ „ქართუს“ ტრანზაქციების გამჭვირვალობის პრობლემაზე და განაცხადა, რომ იმ პროექტების  შესახებ, რომელიც ფონდმა 6-მილიარდიანი ქველმოქმედების ფარგლებში წლების განმავლობაში  განახორციელა, ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

„თუ მიმართავთ ფონდს, დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე  იქნება პასუხი. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, აღნიშნულმა  ფონდმა უამრავი პროექტი განახორციელა წლების განმავლობაში. ეს იყო სკოლების აღდგენა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, განახლება-მოწესრიგება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ჯარის მხარდამჭერი პროგრამები, რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუ არ ვცდები, 6 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული აღნიშნულ ფონდს. შესაბამისად, ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის. ასეთი ადამიანები, ასეთი ფონდები ბევრი უნდა იყოს, ვინც ქვეყანას დაეხმარება, ვინც  ხალხს დაეხმარება და სახელმწიფოს ხელს შეუწყობს განვითარებაში“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics