19:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 14:44:27, 595 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - საკონსტიტუციომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე პირველად, დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირი დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს და გამოიტანა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, იმპიჩმენტის პროცესი უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს - ვიზიტებს ევროპაში, რათა  საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს.

„დღეს, როდესაც ევროკავშირი ძალიან ცალსახად გვეუბნება, რომ როგორც საზოგადოებამ ასევე, პოლიტიკურმა სპექტრმა, უნდა აჩვენოს სრულიად უპრეცედენტო ერთიანობა იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ შესაძლებლობა და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მანტიამოსხმულმა ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებმა სამარცხვინო რუსული დავალების შესრულება გადაწყვიტეს, რომელთაც გადაწყვეტილება გააფორმეს. თუმცა, კარგია რომ აღმოჩნდა სამი მოსამართლე, რომელმაც საკუთარი სინდისის შესაბამისად, დაწერა საკუთარი დასკვნა",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რუსეთისგან მიღებულ დავალებას ასრულებს.

„მესმის რომ ამას აკეთებთ, რადგან ეს არის დავალება, რომელიც გაქვთ მიღებული რუსეთისგან, რათა დააკოჭლოთ და გაანადგუროთ საქართველოს სახელმწიფო, მისი ინსტიტუცია და სწორედ ამ დავალების შესრულება არის ის სამარცხვინო იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც წამოიწყო რუსულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანაში",- თქვა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics