|
2023-10-16 21:41:04, 583 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც ნიკა გვარამია ამბობს, რომ „სამი მოსამართლე გვყავს“, ეს ყიდის მის პოზიციას
როდესაც ის ამბობს, რომ „სამი მოსამართლე გვყავს“, ეს ყიდის მის პოზიციას. ქვეცნობიერი მაინც ისეთი რამ არის, რაც ვერ მალავს ხშირად თავს და თქვა, რომ „ჩვენ სამი მოსამართლე გვყავს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, სადაც გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სულ სამი ცალკეული მოსამართლე ჰყავთ“. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ მართლაც ნიკა გვარამიას და სხვებს ჰყავთ ეს მოსამართლეები, როგორც ჩანს, "ისინი მათ სთხოვენ, განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი დასკვნის სახით იყოს ჩაწერილი, რომ პრეზიდენტს თითქოს არ დაურღვევია კონსტიტუცია". „როგორც აღმოჩნდა და არც მალავდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები წინა დღეებში სახელებით და გვარებით ლაპარაკობდნენ, მათი იმედი გვაქვსო. შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები, ინტერვიუები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელებით და გვარებით ლაპარაკობენ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც დააფიქსირებდნენ განსხვავებულ აზრს, მაგრამ ამ დრომდე რომ განსხვავებული პოზიცია არ არის, ეს ბუნებრივი ამბავია, იქიდან გამომდინარე, რომ მე, როგორც იურისტს, ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ჩაწერონ განსხვავებულ პოზიციაში. თუ ისინი ფიქრობენ და მართლაც, ნიკა გვარამიას და სხვებს ჰყავთ ეს მოსამართლეები, როგორც ჩანს, ისინი მათ სთხოვენ, განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი იყოს დასკვნის სახით ჩაწერილი, რომ პრეზიდენტს თითქოს არ დაურღვევია კონსტიტუცია. ამის დაწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. წარმოუდგენელია, რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს ადამიანმა, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია. თუ არ ვცდები 50 გვერდიანი დასკვნა დაიწერა და გაცილებით ნაკლები შეუძლებელი გახდა ამ დროში დაწერილიყო სამი მოსამართლის მიერ, რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ იურიდიული განათლება და უჭირთ, როგორც ჩანს თუ დავალებაა და როგორც გამოჩნდა გვარამიას პოსტში ასე ჩანს, იმის შესრულება, დაწერონ, რომ არ დაურღვევია პრეზიდენტს კონსტიტუცია. დაველოდოთ მაინც, წინსწრებით ნუ გავაკეთებთ დასკვნებს, მაგრამ მე, როგორც იურისტს, ვიმეორებ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რა უნდა დაწერონ, რომ დაიჭირონ პრეზიდენტის მხარე და დარღვევაში თანამონაწილეები გახდნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)