00:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-15 16:25:43, 880 ნახვა

მსოფლიო
ისრაელში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

ისრაელში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Time of Israel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კოლონა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ აშკელონში ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფებოდა.

„აქ ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, არის საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენება ისრაელის ხალხის მიმართ, რომელმაც ამაზრზენი ტერორისტული თავდასხმა განიცადა“,- განაცხადა საფრანგეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. 13 ოქტომბერს, ისრაელში ჩავიდა ასევე აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც.

იმავე დღეს, ქვეყანას ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა სტუმრობდნენ. ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ასევე იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ქვეყანაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics