|
2023-10-15 10:27:03, 671 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - დღეს პრეზიდენტსაც და ოპოზიციასაც ერთი დამკვეთი ჰყავთ, მათ თითოეულ გადაწყვეტილებას ის დამკვეთი იღებს
როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს დარღვევას და ოპოზიცია გაემიჯნება მას, ფაქტობრივად, ამით კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდება, რომ დღეს პრეზიდენტსაც და ოპოზიციასაც ერთი დამკვეთი ჰყავთ, მათ თითოეულ გადაწყვეტილებას ის დამკვეთი იღებს და სინამდვილეში, ოპოზიცია თუ პრეზიდენტი, არცერთი არ არის გადაწყვეტილების მიმღები,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს, ზურაბიშვილი გადაინაცვლებს ოპოზიციაში? - რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ "ვინც დღეს ზურაბიშვილს აძლევს დავალებებს, მისთვის საინტერესო ზურაბიშვილი იმ პოსტიდან არის, რა პოსტიც მას აქვს". „ამ პოსტის გარეშე, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მათთვის ფასეულობა ეკარგება, რადგან ის ვერ იქნება დესტრუქციულობის გამაღვივებელი, როგორც პრეზიდენტის პოსტიდან არის და ეს მიზანიც აქვთ მათ. რეალურად ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, ზურაბიშვილი გადავა ოპოზიციაში და ისე იყრის კენჭს, ან ამ მხრივ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და შესაბამისია რეიტინგი, როგორც მისი, ისევე სხვა აქტორების, ვისგანაც დიდი ხანია, ძერწავდნენ ოპოზიციის ლიდერებს. მათ, ფაქტობრივად, ნებისმიერი ეს პროექტი ჩაუვარდათ და ცხადია, ზურაბიშვილიც ამ ალბომიდან არის. ვინ ძერწავს ოპოზიციის ლიდერებს, ამაზე საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნა, ჩვენ ამას პირობითად ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, რომელსაც გააჩნია თავისი მიზნები და ეს მიზნები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ, მათ შორის კონსტიტუციურ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)