|
2023-10-14 13:07:49, 723 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
სამწუხარო ფაქტია, როდესაც ოპოზიცია და ამაში აიყოლიეს საკუთარი ტელევიზიები, სპეკულირებენ, რომ საქართველო არ ასრულებს რომელიმე რეკომენდაციას. თვით ევროკავშირის შეფასებებშიც კი არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე არ ასრულებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის შეფასებებში საუბარია საქართველოს პროგრესზე და იმ კონკრეტულ დეტალებზე, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. „საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, თუმცა არის კონკრეტული დეტალები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება. იცით, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, ბატონი ბორელი იმყოფებოდა აქ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ოფიციალური შეხვედრის გარდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ეტაპი ჩვენს თანამშრომლობაში, სადაც დავაკოორდინირეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიგვეღო, რომლებიც უნდა დაგვეზუსტებინა და ეს პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია ინიცირებული, მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა იქნა შემოთავაზებული დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ოქტომბრის ბოლოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)