15:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 15:52:50, 602 ნახვა

საზოგადოება
გლდანის გამგეობამ ორ მისამართზე სკვერის მოწყობა დაასრულა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N2-N4 და მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსებთან არსებული დაზიანებული სკვერები სრულად რეაბილიტირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ორივე სკვერისთვის, ჯამში, 469 911 ლარი დაიხარჯა.

„ამასთან, მერვე მიკრორაიონის N1 საცხოვრებელ კორპუსებთან 16-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცე მოეწყო.

დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics