|
2023-10-13 15:01:28, 705 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - თანხმობის გარეშე წავიდა, რასაც კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს - ქვეყნის ძირითადი კანონი დაირღვა
თანხმობის გარეშე წავიდა, რასაც პირდაპირ კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია, შესაბამისად დაირღვა ქვეყნის ძირითადი კანონი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“- ში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ის, რომ მთავრობამ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან შესაბამისი ვიზიტები, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტს ვიზიტების არალეგიტიმურობა გაცნობიერებული ჰქონდა. „სინამდვილეში ხდება რა: პრეზიდენტმა განახორციელა სამუშაო ვიზიტი, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს მოლაპარაკებებს, რაც ნიშნავს რომ საგარეო ურთიერთობებს ეხება ეს ყველაფერი. მან იცოდა რომ თანხმობა უნდა მიეღო, იმიტომ, რომ მიმართა მთავრობას შესაბამისი თხოვნით. უფრო მეტიც, მან მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ინტერვიუებში, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა, არ ჰქონდა მიღებული ეს თანხმობა, არ დააფინანსა ბიუჯეტიდან შესაბამისი ვიზიტები, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჰქონდა გაცნობიერებული მისი ვიზიტების არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური ბუნება. თანხმობის გარეშე წავიდა, რასაც პირდაპირ კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია, შესაბამისად დაირღვა ქვეყნის ძირითადი კანონი. მარტივად არის რეალურად ძალიან საქმე, ანუ სამი დღე დავუთმეთ სინამდვილეში უმარტივესი კაზუსის ამოხსნას, იმიტომ რომ ხდებოდა დისკუსიების ხელოვნურად გაბევრება, რაზეც საერთოდ არ იყო სამსჯელო ამაზეც კი გვიწევდა მსჯელობა ხელოვნური იყო აბსოლუტურად ეს ყველაფერი.“ - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაია კოპალეიშვილმა სრულიად აბსურდული განცხადებები გააკეთა. „აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ ადამიანი რომელსაც პროფესორი ჰქვია ამბობს, რომ საქართველოში პრეზიდენტი მართავს თავდაცვის ძალებს, წარმოუდგენელი რამეა, როცა ამბობს რომ კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოებს პრეზიდენტი, ნუ ისეთი წარმოუდგენელი რაღაცებია, ეს არის იგივე იმ უნივერსიტეტის შეურაცხყოფა, სადაც ეს ადამიანი ასწავლის, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეურაცხყოფა, როდესაც მისი პროფესორი საზოგადოების თვალწინ ასეთ რაღაცებს ამბობს, რაც პირველი კურსის სტუდენტმაც იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში არც თავდაცვის ძალებს არ მართავს და არც კოორდინაციას არ უწევს სახელმწიფო ორგანოებს“ - დასძინა კობახიძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)