|
2023-10-13 14:58:12, 618 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენთვის ენჯეოების ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად
ჩვენთვის ენჯეოების ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში სათანადოდ ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება იუსტიციის საბჭოს წევრების განმეორებით არ არჩევას, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. „ეს არის რეკომენდაცია, ერთხელ რომ არის არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრი, განმეორებით ზედიზედ აღარ ავირჩიოთ, თუმცა, ვენეციის კომისია იქვე მიუთითებს, რომ ეს განმეორებით არჩევა მიღებული პრაქტიკაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით ვიღაცეები ამბობენ, რომ იქ არის კორპორატივიზმის პრობლემა, ამიტომ, რაც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დამკვიდრებული, იქნებ თქვენ არ გააკეთოთ. ეს არის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. ეს არის რაღაც მიზანშეწონილობის თემა, რომელიც ეფუძნება პირდაპირ ვიტყვი, ენჯეოების მიერ გავრცელებულ ჭორებს, უხეში ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჭორიც არ არის, ეს არის მიზანმიმართული სტიგმატიზაციის კამპანია, რასაც ისინი აწარმოებენ მთელი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ენჯეოების ეს ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, სათანადოდ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)