|
2023-10-11 15:31:09, 841 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი ძალიან ძლიერი სიგნალია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი ძალიან ძლიერი გზავნილია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს მხარდამჭერია. "ერთის მხრივ, ეს ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერის და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სამთავრობოთაშორისო შეხვედრა, რომელიც მინისტრების მონაწილეობით გაიმართება, გააძლიერებს ორ შესაბამის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობას და ახალ იმპულსს მოიტანს სამთავრობო თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. უნგრეთი ყოველთვის იყო, არის და აუცილებლად იქნება მომავალშიც ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ ორმხრივ ფორმატში ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ევროკავშირთან, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და მობილიზებას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისა იმ მიმართულებით, რომ ინდივიდუალურად არის საჭირო ჩვენთვის კონკრეტული ქვეყნის ერთი ხმა, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში შესაბამისი წევრი ქვეყნების მობილიზება ამ მიმართულებით",- განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს გუშინ, 10 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)