|
2023-10-11 12:00:49, 943 ნახვა
მსოფლიო
CNN - ღაზას სექტორში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ღაზას სექტორში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს. როგორც CNN წერს, აღნიშნული რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელზე თავდასხმას კვლავ აგრძელებს, ისრაელი კი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს. გამოცემის ცნობითვე, მედიის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან, რადგან მუშაობა უკიდურესად რთულ ვითარებაში უწევთ. "სისხლისღვრა ხაზს უსვამს იმ რეალურ რისკს, რომელსაც ჟურნალისტები კონფლიქტის ზონებიდან გაშუქებისას იღებენ, ისინი აგროვებენ ინფორმაციას არაჩვეულებრივად რთულ ვითარებაში, რათა მსოფლიო ინფორმირებული იყოს",- წერს CNN. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)