04:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 09:33:01, 1079 ნახვა

მსოფლიო
კანადა ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

კანადა ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC კანადის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მელანი ჯოლიზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობა ევაკუაციის განხორციელებას კანადის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების გამოყენებით გეგმავს.

"ეს ფრენები ხელმისაწვდომი იქნება კანადის მოქალაქეებისთვის, მათი მეუღლეებისთვისა და მათი შვილებისთვის, ასევე კანადის მუდმივი რეზიდენტებისთვის, მათი მეუღლეებისთვის და მათი შვილებისთვის",- განაცხადა  მელანი ჯოლიმ.

მისივე თქმით, მთავრობა ასევე მუშაობს სხვა ვარიანტებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თელ-ავივის აეროპორტში მისვლას ვერ ახერხებენ.

"ჩვენ ასევე ვმუშაობთ დამატებით ვარიანტებზე მათთვის, ვინც ვერ მიაღწევს თელ-ავივის აეროპორტში",- დასძინა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics