16:14 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 21:52:59, 808 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ელჩი - ბავშვებს მოაჭრეს თავები, „ჰამასმა“ უდანაშაულო ადამიანები ამოწყვიტა

 ჰამასის წევრებმა ღაზის სექტორთან ახლოს ბავშვებს თავები მოჰკვეთეს, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადა მეიცადიმ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.

მეიცადი აღნიშნულ ფაქტს ბარბაროსულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო მსგავს სისასტიკეს ბოლო წლების განმავლობაში არ გადასწყდომია.

"ღაზის სექტორთან ახლოს 4 ბავშვს მოაჭრეს თავი, მანამდე აიყვანეს ტყვედ, 1000-კაციანი კიბუცია. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი, ასეთ რამეს არ წავწყდომივართ უკანასკნელი წლების განმავლობაში", - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორთან ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც ისრაელის სამხედროები შევიდნენ, მოკლული ბავშვების ცხედრები იპოვეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics