17:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 15:58:57, 699 ნახვა

საზოგადოება
PSP-მ მონაწილეობა მიიღო თბილისის პირველი ციფრული პროდუქტების კონფერენციაში ProdAct Conference 2023

PSP-მ, როგორც პირველმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს პირველი ონლაინ აფთიაქის შექმნით დაიწყო, ფარმაციის დარგში წლების მანძილზე ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანფორმაციის შესახებ გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ProdAct Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ციფრული პროდუქტების კონფერენციაზე. აღნიშნულ ინფორმაციას PSP ავრცელებს.

PSP-ს ცნობით, 2023 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ციფრული  ტექნოლოგიებს და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტით დაინტერესებული 400-მდე ციფრული პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, ინჟინრები, მეწარმეები, სტუდენტები შეიკრიბნენ. 

"ფარმაცევტულ დარგში ციფრული ტრანფორმაციების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა თიკო ცეცხლაძემ და ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერმა საბა ფაშურიშვილმა. 

1-დღიან კონფერენციაში მონაწილეობა 20-მდე კომპანიამ და 5-მა სტარტაპმა მიიღო, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიების Stanford Club of Poland, Miro, Spotify, Google-ის უცხოელმა წარმომადგენლებმა და ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობენ. 

ორგანიზატორების თმით, კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება და ციფრული პროდუქტების სიახლეების გაცვლის საუკეთესო საშუალება იქნება ქართველი ციფრული პროდუქტების სპეციალისტებისთვის",- ნათქვამია PSP-ს ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics