07:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 09:26:10, 661 ნახვა

მსოფლიო
BBC - პოლონეთმა ისრაელიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

პოლონეთმა ისრაელიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით, 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში დღეს დილით ჩაფრინდა.

"ისრაელიდან ევაკუირებული პირველი ადამიანები უკვე პოლონეთში არიან. მსურს, მადლობა გადავუხადო [ჩვენს] ჯარისკაცებს ოპერაციის ეფექტურად ჩატარებისთვის. თქვენ საუკეთესოები ხართ", - წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს, ხოლო 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics