07:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 17:53:26, 886 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, 800 ადამიანი კი დაშავდა

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში, დაღუპულთა რიცხი 100-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

The Times of Israel-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად 800 ადამიანი დაშავდა.

გამოცემის ცნობითვე, "ჰამასის" ათობით ტერორისტმა ისრაელში შეაღწია, სადაც ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები დახვირეს. ამასთან, უმეტესობა სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. 

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics