20:36 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 11:49:35, 684 ნახვა

საზოგადოება
მერია - სამგორში, ვარკეთილი 3-ში, 36 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერი ეწყობა

სამგორის რაიონში, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ-ში, 11 700 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, 36 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილზე უკვე მოეწყო დასასვენებელი სივრცეები. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო ბეტონის საფეხმავლო ბილიკები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა და მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცე.

"ამასთან, სამგორში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტიც მიმდინარეობს. ფაღავას ქუჩაზე, 3 000 კვ.მ ფართობზე, სადაც აქამდე გრუნტიანი გზა იყო, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

ჯამში, სკვერის მოწყობისა და საგზაო პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 934 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა სამგორის რაიონის გამგებელ, კახა სამხარაძესთან ერთად დაათვალიერა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics