00:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 12:10:50, 852 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი ტენეს პარტნიორი გახდა

ბაზისბანკსა და ტენეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის პარტნიორობა ითვალისწინებს ბანკის ოფისებში ტენეს ურნების განთავსებას, სადაც გამოყენებული პლასტმასი შეგროვდება, მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.

ბაზისბანკის მომხმარებლებსა და ბანკში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს, ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ, ოფისებში განთავსებული ტენეს ურნების მეშვეობით, აქტიურად ჩაერთონ პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროექტში, ხოლო შეგროვებული პლასტმასის გადამუშავებას კი ტენე უზრუნველყოფს.

“ბაზისბანკისთვის გარემოს დამზოგავი პროექტების განხორციელება, როგორც მდგრადი განვითარების ეკოლოგიური ასპექტი, ძალიან მნიშვნელოვანია და ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 

ვფიქრობთ, ნარჩენების მართვა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენება, გარემოს დაზიანების შემცირების მიზნით, ყოველი ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics