09:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 10:47:27, 643 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 82 კი დაკარგულად მიიჩნევა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატ სიკიმში წყალდიდობას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 22 პირი დაშავდა, 82 კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაკარგულთა შორის ინდოელი ჯარისკაცებიც არიან.

უხვმა ნალექმა ლონაკის ტბაში წყლის დონის ზრდა გამოიწვია, რამაც ადგილობრივი დასახლებული პუნქტები დატბორა.

ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics