|
2023-10-05 10:08:18, 653 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩვის მეტს არაფერს აკეთებდე, „ოცნების“ საოცნებო თამაშია
ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩვის მეტს არაფერს აკეთებდე, "ოცნების" საოცნებო თამაშია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტი 7 ოქტომბერს, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს, რაც ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელწერაა. "7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და "ქართული ოცნების" მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას... პარტიის მენეჯმენტი, რომელსაც გამარჯვება მივულოცე, მიუხედავად ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და სხვა გამოვლინებებით "ოცნების" სტილში ჩატარებული კამპანიისა, ვუსურვე ღირსებითა და სიმართლით მართვა - ვიცოდი, ძალიან დასჭირდებოდათ, ღირსებისა და სიმართლის დეფიციტი ექნებოდათ.... ამ მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება, რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭრი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება, რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი, "ვივამედთან" 3 თვის წინ ვიხილეთ. და ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული, გადავწყვითეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში "აქცია". საკრებულოს წევრებს მისდით შეტყობინებები, მიშას თავისუფლებისთვის მსვლელობააო... სწორედ ასე იქცევიან ერთობის შენარჩუნებისა და დისკუსიის ყველა მცდელობისას. დიახ, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული "ახალი მენეჯმენტი" მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით.... ყოველივე ეს, მხოლოდ ერთ რამეს მახსენებს, "ოცნების" ხელწერას, ხელისუფლების კონტრაქციას ბუნებრივ პრეტენზიებზე, არ აგარევინებთო, გვუბნებიან, "ოცნებიდან" "გრეჩიხა" და "ნაციონალური" მოძრაობიდან ჩრდილოვანი მმართველები... სიმართლე ფულზე ძლიერია, ღირსება კი, ან გაქვს, ან არა... ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩვის მეტს არაფერს აკეთებდე, "ოცნების" საოცნებო თამაშია... ძალა მართალი და პრინციპული ადამიანების ერთობაშია",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)