|
2023-10-04 19:56:13, 586 ნახვა
საზოგადოება
მერია - შოთა მიქატაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
4 ოქტომბრის 23:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შოთა მიქატაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების პერიოდში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად - თიანეთის გზატკეცილიდან ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. კერძოდ, შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთიდან შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩების კვეთამდე). "ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით (შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩის კვეთიდან შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთის მიმართულებით) გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ხერგიანის, ერმალოზ კობერიძის, იპოლიტე ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების გამოყენებით. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეიზღუდება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გზის მარცხენა მხარე. სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. კერძოდ; ავტობუსი N351 გლდანულას დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან" მოძრაობას გააგრძელებს ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგ ქერჩისა და თიანეთის გზატკეცილის გავლით დაუკავშირდება გლდანულას დასახლებას, ხოლო გლდანულას დასახლებიდან ,,ახმეტელის თეატრთან" მოსახვედრად თიანეთის გზატკეცილიდან დაუკავშირდება სამამულო ომის გმირების ქუჩას, რის შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩიდან გადავა ვეკუას ქუჩაზე, დაუკავშირდება „ახმეტელის თეატრს" და იმოძრავებს დადგენილი სქემით. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N496 და N531 თიანეთის გზატკეცილიდან ნაცვლად მიქატაძის ქუჩისა, ლესელეძის ქუჩას დაუკავშირდებიან კობერიძის და ხერგიანის ქუჩების გავლით, უკუმიმართულებისას, ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილს დაუკავშირდებიან ანალოგიურად ხერგიანისა და კობერიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)